გეგმა
სკოლა - სსიპ ქალაქ
წალკის №1 საჯარო სკოლა
საგანი - სამოქალაქო
განათლება
სწავლების საფეხური
- საბაზო
კლასი - IX
თარიღი - 03/05/2018 წ.
კლასის დახასიათება
19 მოსწავლე მათ შორის სსსმ მოსწავლე - 1 (ერთი).
პედაგოგი - ციალა
ხვინთელანი
გაკვეთილის თემა
|
“ტრფიკინგი” ადამიანით ვაჭრობა
|
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
|
მოსწავლეთა აღზრდა მაღალ ზნეობრივ ღირებულებებზე,
ადამიანის
ღირსებებისა და უფლებების პატივისცემა,
პრობლემის გააზრება,იმ რეალობის გაცნობიერება
რაც
მოსდევს ტრეფიკინგს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ
ტრეფიკინგის სახით, კანონების
ცოდნა და საჭიროების
შემთხვევაში ვის და როგორ მიმართონ დახმარებისათვის,
საფრთხეების
გაცნობიერების ,მოსწავლეთა ცნობიერების
ამაღლება,
კვლკევის, დასკვნების გამოტანის
, თანამშრომლობის,
ჯგუფური
მუშაობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
|
ესგ-ს სტანდარტი
|
მოქ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ძირითადი პრობლემების
გადასაჭრელად თანამშრომლობა.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
მსოფლიოში დღეს არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
პრობლემა ტრეფიკინგი (ადამიანით ვაჭრობა არის), იგი
სერიოზულ საფრთხედ რჩება, როგორც განვითარებადი,
ისე ეკონომიკურად
და სოციალურად
განვითარებული ქვეყნებისათვის.
მნიშვნელოვანია
მოსწავლეებმა გაიაზრონ
საზოგადოებრივი უსაფთხოების
პრობლემები
|
უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეებს უვითარდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
პრაქტიკული
მონაწილეობის
უნარ-ჩვევები.
|
მოსწავლის
წინარე ცოდნა
|
მათ აქვთ წარმოდგენა ტრეფიკინგზე. განვლილი მასალიდან
იხსენებენ ამ
საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას
|
შეფასების
საგანი და მეთოდები
|
შეფასების საგანი იქნება: ტექსტზე მუშაობა, ჩართულობა
საგაკვეთილო
პროცესში, ჯგუფში მუშაობა, წყვილებში
მუშაობა,პრეზენტაცია.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, თაბახის
ფურცლები, დაფა,
ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი, მარკერი, ფლიპჩარტები...
|
გაკვეთილის მსხველობა
|
აქტივობა 1. 2 წთ.
საორგანიზაციო საკითხები:მისალმება, თემისა
და მიზნების
გაცნობა.
აქტივობა
2. 13 წთ.
გამოწვევა: დაფაზე განთავსებულია გაკვეთილის
თემა „ტრეფიკინგი“
ადამიანით ვაჭრობა,მასწავლებელი იყენებს თვალსაჩინოებას
(სურათები)
და სასწავლო
რესურსებს მოსწავლეთათვის (ვიდეო რგოლი) სვამს კითხვებს,
რა ვიცით
ტრეფიკინგის
შესახებ? რა არის ტრეფიკინგი? ხომ არ გსმენიათ
კონკრეტული
ამბავი თქვენი
ნაცნობის/ მეგობრის/ ნათესავის შესახებ, რომელიც
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის ) მსხვერპლი გახდა?
3მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, შემდეგ
მასწავლებელთან ერთად
ქმნიან ასოციაციურ რუკას.მასწავლებელი აგრეთვე
იყენებს
მოდელირებულ
აქტივობას
სსსმ მოსწავლის ჩართულობის მიზნით.სსსმ
მოსწავლე სურათის
მიხედვით ახდენს მსხვერპლის ვიზუალურ იდენტიფიცირებას.
აქტივობა 3, 20. წთ.
B-ფაზა ცოდნის კონსტრუირება
მინი ლექცია თემაზე - რომ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
განსკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება.
აქტივობა მუშაობა ჯგუფებში
მასწავლებელი კლას ყოფს 3 ჯგუფად , მოსწავლეებს აცნობს
ჯგუფებში მუშაობის ინსტრუქციას.
წაიკითხეთ:ა)ადამიანით ვაჭრობის განმარტება საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით, აგრეთვე
იქვე მოცემულ ტერმინთა
განმარტებები;
ბ) თქვენი ჯგუფების ნომრის შესაბამისი ისტორია.
იმსჯელეთ:
·
დანაშაულის
რამდენი/რომელი ნიშანი განხორციელდა ისტორიაში
მოხსენიებული
პირის მიმართ?
ჩამოთვალეთ და დაწერეთ ეს ნიშნები;
·
განსაზღვრეთ,
წარმოადგენს თუ არა ეს ისტორიები ტრეფიკინგის
ფაქტებს? რატომ?
აირჩიეთ
მომხსენებელი , რომელიც ჯგუფის ნამუშევარს წარმოადგენს
კლასის წინაშე.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ
თავიანთ
მოსაზრებებს პრეზენტაციის სახით.მასწავლებელი
აკრავს სქემას და აჯამებს თემას.
მასწავლებელი ახორციელებს მოდელირებულ აქტივობას სსსმ
მოსწავლე
მეწყვილესთან ერთად დაფაზე განათავსებს ტრაფარეტებს
ტრეფიკინგის
მიმდინარეობის ფაზებს.
აქტივობა 4. 10 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საქართველოში
ადამიანით
ვაჭრობასთან
ბრძოლის არსებულ სისტემას.ამის შემდეგ შეკითხვების ბანკის
მეშვეობით:
(1. რა იცით საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღნდეგ
ბრძოლის
სისტემის
შესახებ? 2. ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის
რომელი
საერთაშორისო დოკუმენტები
იცით? 3. რომელ საერთაშორისო
დოკუმენტში
და როგორ იქნა განმარტებული სიტყვა „ტრეფიკინგი?) ახდენს
მოსწავლეთა
ცოდნის კონსტრიურებას და გაკვეთილის შეჯამებას.
აქტივობა 5. 5 წთ
შეფასება -კითხვა -პასუხის აქტივობისას მოსწავლეები
შეფასდებიან
განმავითარებელი კომენტარებით, ჯგუფურ მუშაობისას
პრეზენტატორები
შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით.
აგრეთვე ,მოსწავლეები
შეფასდებიან თვითშეფასების რუბრიკით.
საშინაო დავალება: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადამიანით ვაჭრობა
არის
მძიმე
დანაშაული? დაასაბუთეთ.
|
Комментарии
Отправить комментарий